„ხელისუფლება მანკიერი პრაქტიკისგან – კოორდინატორებისგან ვერ გათავისუფლდა“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, რომელმაც არჩევნების პირველი ტური ვერ გადალახა, აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებში ყოფილი ხელისუფების მანკიერებას დღესაც იყენებს.

როგორც სოფო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თბილისის მერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს.

„ძალიან სამწუხაროა რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გათავისუფლებულიყო იმ მანკიერი პრაქტიკისგან, რომელიც დანერგა წინა ხელისუფლებამ. ეს არის კოორდინატების ინსტიტუტი. სამწუხარო იყო, რომ დღის განმავლობაში დედაქალაქის მერმა მოუწოდა კოორდინატორებს აქტიურობისკენ. კიდევ უფრო სამწუხარო იყო პარლამენტის ვიცე-სპირკერის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ყველაფერი არის კანონიერი, მართალია არ მოგვწონს, მაგრამ არის კანონიერი. ეს იყო ძალიან სამწუხარო განცხადება ვიცე-სპიკერისგან, რომელსაც აქვს დასავლური განათლება, რომელიც, ამ ქვეყანაში დასავლური სტანდარტების დანერგვის მთავარი მოკავშირე უნდა იყოს“ – აღნიშნა სოფო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მთაწმინდის შუალედურ ოლქში საარჩევნო კამპანიას, როგორ ხორგუანმა აღნიშნა, პროცესი მშვიდი და ორგანიზებული იყო: „საარჩევნო კამპანია შემიძლია შევაფასო დადებითად , რადგან პრობლემები არ შეგვვხედრია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდა გამართულად და მშვიდად მიმდინარეობდა პროცესი მთელი დღის განმავლობაში და გაიზარდა პროფესიონალიზმი საარჩევნო ადმინისტრაციის. პროცესი იყო მშვიდი და ორგანიზებული“.

მსგავსი თემები