“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება” – ევროპელი დეპუტატები

ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, საქართველოში პრაიდის ჩატარების საკითხს ეხმაურებიან და საქართველოს ხელოსუფლებას, გამოხატვისა და ლგბტ თემის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასში მონაწილეების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე არ ზრუნავს.

„საქართველო პირველი ლგბტ პრაიდის ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც თან ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების მუქარა ახლავს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამ ფონზე უარს აცხადებს მსვლელობის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველყონ. საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქალაქში პრაიდის გამართვის უფლება არ მისცეს, სანაცვლოდ ტერიტორია დედაქალაქიდან 35 კილომეტრის დაშორებით გამოუყვეს. ულტრა-მემარჯვენე ლგბტ ფობიურმა ჯგუფებმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მარშის ჩატარებას ხელი შეუშალონ, ამიტომ ცხადია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება. ხელისუფლება ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ლგბტ ფობიური ჯგუფის მხრიდან ძალადობისა და მარშის ჩაშლის მუქარა არ უნდა გახდეს მსვლელობის აკრძალვის ან მისი ქალაქგარეთ გადატანის მიზეზი“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

მსგავსი თემები