ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების  რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების    რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. სამუშაოებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. 

“ჩატარებული სამუშაოები  ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.  საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა”, – აცხადებენ უწყებაში 

პროექტის სავარაუდო  ღირებულებაა 284 000   ლარი.

მსგავსი თემები