“ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს” – გიორგი გახარია

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,მანვე ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა გაკეთდა პანდემიის დროს.

„ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები