ხალხი არ არის, თუმცა, დისტანცია დაცულია, წესრიგს საპატრულო ეკიპაჟები იცავენ

ღია სივრცეში ვაჭრობის გახსნის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ „ვაგზლის მოედანზე“ მოვაჭრეების სიმრავლე არ არის. არც მყიდველები არიან. მიუხედავად ხალხის სიმცირისა, სავაჭრო ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟები პატრულირებენ და დაწესებული აკრძალვის დაცულობას აკონტროლებენ.

„მედიაცენტემა მთავარმა“ აღნიშნული ფოტოები სწორედ „ვაგზლის მოედანზე“ გადაიღო. ყველა ის მაღაზია, რომელიც გაიხსნა, შემოღობილია ე.წ. ყვითელი დამცავი ლენტებით, მონიშნულია ადგილები დისტანციის დაცვით და დისტანცირებისა თუ სხვა ზომების  დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

რაც შეეხება მაღაზიებსა და ჯიხურებს, ყველაფერი დაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე მოვაჭრეს ნახავთ, რომელიც ბოსტნეულით ვაჭრობს.

„აგერ ხედავთ, რომ გამოვედით, თუმცა, აზრი არ აქვს, პირადად კიტრი ჩამოვიტანე გასაყიდად, ხედავთ რომ ხალხი არ არის, მყიდველები არ არიან და არც გამყიდველები, სულ რამდენიმე ადამიანი ვართ მაშინ, როცა ეს ქუჩა გადავსებული იყო როგორც მყიდველებით, ისე გამყიდველებით“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.              

მსგავსი თემები