ხაინდრავა ხელისუფლებას მიმართავს, NDI-ის საკითხი შტატებში განიხილოს

“მეტის მოთმენა არ შეიძლება” აცხადებს კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა და ხელისუფლებას მიმართავს, ლორა ტორნტონის საკითხი შტატებში დააყენოს.
NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით კინორეჟისორმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

„სახელმწიფოს მოვუწოდებ, ეს საკითხი დადგეს იქ, სადაც საჭირო, ეს არ უნდა მოვითმინოთ. შედგების არასანდოობასთან დაკავშირებით, ტორნტონი ადრეც მიმხილებია. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში მოიხადა, ისევ ისე გააგრძელა. ესაა მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამაზე არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, არამედ ქართულმა ხელისუფლებამაც“ – ასე გამეხმაურა კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხაინდრავა შედეგების არასანდოობასა და შედეგად მსოფლიო ასპარეზზე სახელის შელახვასაც ეხმაურება.

„ამ მშფოთვარე რეგიონში ერთადერთი დასაყრდენი აშშ-თვის ჩვენ ვართ. ეს კი პირდაპირ მიმართულია არა მარტო ჩვენი ინტერესების მიმართ, არამედ ამერიკის ინტერესებისკენაც. როგორ შეიძლება ენდო ამ შედეგებს, როცა წინა არჩევნები გვაქვს მაგალითად. ასევე,  ისიც, რომ როცა  გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, მაგრამ აქვე გამოკითხულთა 87% ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ მიილტვის. თუ ასეა, ჩვენ დავეცემით და დაცემული საქართველოთი მხოლოდ რუსეთი დაინტერესდება“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.

მსგავსი თემები