“ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი – ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა” – გიორგი მარგველაშვილი

“ამ ქვეყანაში, სადაც სულს უნდა უბერავდე ბანკებსაც და ბიზნესებსაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ჩამოგექცეს და სტრატეგიული პროექტები არ გაგვიჩერდეს, რა დროს 11 წლის წინანდელი გადარიცხვების ამოგდებაა?”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის საქმე არის პოლიტიკური დევნა.

„ცოტა მაინც პოლიტიკური თვალით თუ უყურებ, ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ადამიანების გაღატაკება კიდევ უფრო იოლს ხდის მმართველობას. რაც უფრო გაღატაკებულია მოსახლეობა, შენი ჩინოვნიკი მით უფრო კარგად გრძნობს თავს. ბარეღამ შევარდნაძის დროინდელი ქვითრები ამოიღონ, როცა საერთოდ ქვითრები არ არსებობდა. 

ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი – ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა, რომ ანაკლიის პორტი კი არ არის უფრო მნიშვნელოვანი შენ პიროვნულ ანგარიშსწორებაზე, არამედ ხაზარაძე უფრო მნიშვნელოვანია – მას დავარტყა და ანაკლიის პორტი თუ შეეწირება, შეეწიროსო, ისევე, როგორც უფრო მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობას“ დავარტყა და თუ ქვეყნის იმიჯი შეეწირება, შეეწიროსო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები