“ხაზარაძე გონიერი კაცია, უფლება აქვს, პოლიტიკური სივრცეში შემოვიდეს” – სიმონ ნოზაძე

“მამუკას რესურსი, საარჩევნო რესურსი, არ იქნება ისეთი, რომ მან არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე” – ასე აფასებს დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლებს და მის პოლიტიკურად გააქტიურებას მიესალმება.

“ბატონმა მამუკას უდაოდ გონიერი კაცია და მას აქვს უფლება, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს. შესაძლოა, მამუკა ხაზარაძეს განზრახული აქვს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი იყოს. დაკავშირება იმისა, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში მოდის და მისი განეიტრალება უნდათ, არასწორია. პირიქით, მე მივესალმები მის პოლიტიკაში შემოსვლას,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე არჩევნებზე, ამომრჩეველთა ხმების 6-7%-ზე მეტს ვერ მიიღებს: “ასეთ პროცესს მივესალმებოდი. რადგან ოპოზიციური პოლუსი თავისუფლდება, იქ რამდენიმე ახალი ოპოზიცური პარტია უნდა შემოვიდეს. ჩემი ვარაუდით, მამუკა ხაზარაძის პარტიამ 6-7% შეიძლება აიღოს”.

მსგავსი თემები