ხადას ხეობაში გარდაცვლილი ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა, მოკლული იყოს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში რამდენიმე დღის წინ  დაკარგული ტურისტები, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, შესაძლებელია მოკლულები იყვნენ.  მათ 4 წლის შვილს მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინ, 19 წლის მწყემსი დააკავეს და გამორიცხული არ არის, მას ბრალიც წაუყენონ. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ინფორმაციით, გარდაცვლილ ცოლ ქმარს  სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი.

როგორც ირკვევა, ტურისტები ჩანჩქერთან სწორედ დაკავებულმა მწყემსმა მიიყვანა, რომელიც ადგილობრივი არ არის და არავინ იცნობს. შესაძლო მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ქალზე ძალადობა სახელდება, რასაც ცოლ-ქმართან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  მართალია, გარდაცვლილ ქალს  ტანსაცმელი ეცვა, თუმცა, მისი მუღლე მაშველებმა ტანსაცმლის გარეშე იპოვეს.

რაც შეეხება მათ მცირეწლოვან შვილს, კარვის მიმდებარედ ნაპოვნია მისი სათამაშო, თუმცა, ბავშვის კვალს 4 დღეა ვერ მიაკვლიეს.  გარდაცვლილი ამერიკელი ქალი
6
ივლისს იპოვეს, მისი მეუღლე კი მეორე დღეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანიშნულია დამატებითი  სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა, პირველადი დათვალიერებით კი მათ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.



მსგავსი თემები