ჭიათურის ორ სამუსიკო სკოლას თანამედროვე შენობა ექნება

ჭიათურაში სანდრო კავსაძის სახელობის N1 სამუსიკო და გივი თხელიძის სახელობის N2 სამუსიკო სკოლებში სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს, პროექტი შიდა ინტერიერისა და გარე ფასადების სრული რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ჭიათურის მერიაში განუცხადეს, ​სკოლის აღსაზრდელები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს ბევრად უკეთეს გარემოში შეუდგებიან სწავლას და მუშაობას.

ჭიათურის პირველ და მეორე სამუსიკო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, მერის პირველ მოადგილე გივი მოდებაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

მერის ინფორმაციით, პირველ სამუსიკო სკოლა, სადაც 320 მოსწავლე სწავლობს, 1964 წლის შემდეგ არ გარემონტებულა და არსებულ პირობები საკმაოდ მძიმე იყო. პროექტის ღირებულება -100.693 ლარია. სკოლის რეაბილიტაცია 10 ივლისს დასრულდება.

მეორე სამუსიკო სკოლაში კი მუსიკალურ განათლებას 192 მოსწავლე იღებს. პროექტის ღირებულებაა 51 798 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები – 27 ივნისს დასრულდება.

მსგავსი თემები