ჭიათურის მაღაროში სამუშაოები გამოძიების დასრულების შემდეგ განახლდება

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მადნეულის მოპოვების პროცესი გამოძიების დასრულებამდე შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამი უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ მიიღო.

გაგრძელდება თუ არა სამუშაოები, გამოძიების შემდეგ გაირკვევა.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, 29 წლის მუშა დაიღუპა.

შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები