ჭიათურაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ჩატარდება

22 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ალ.წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის კვალიფიციური ექიმები,პროფესორ გიორგი მანაგაძის ხელმძღვანელობით უფასო კონსულტაციებსა და ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებენ.

აქციის ფარგლებში, ჭიათურას ეწვევიან პროფესორები: გიორგი მანაგაძე და ამბროსი პერტია, ასევე მედიცინის დოქტორები: შალვა მშვილდაძე,მამუკა კუნჭულია,როსტომ მუშკუდიანი და ბესო ხასაია.

აქცია ჩატარდება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის ამბულატორიულ ცენტრში (აღმაშენებლის ქ16). კვლევები 10 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები