ჭავჭავაძის გამზირი დღეს ღამე გადაიკეტება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები,  წყალინარები, სანიაღვრე ქსელი მოწესრიგდება.

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, “ -განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშოებს ზედამხედველობას, უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

მსგავსი თემები