ჭავჭავაძის გამზირზე დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში იმყოფებოდა დანიშნულების ადგილზე გადაიყვანეს.
დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია მთლიანად დაფარავს.

აღნიშნული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მოქალაქე.

დაშავებულები დღესვე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ზაზა ბოხუამ რეგიონულ ჰოსპიტალში მოინახულეს.

სოფიო ხუნწარია მწუხარებას  გამოვთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობა უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

“მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, –  განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანა, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ახორციელებდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შესასვლელს შეეჯახა.

მსგავსი თემები