ჭადრაკში კორპორატიული ჩემპიონი „მეღვინეობა ხარება“ გახდა

„მეღვინეობა ხარება“ ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით გუნდმა საპრიზო ფონდი და პარიზში, ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონატი 23-24 ივნისს ჩატარდა. შეჯიბრის ფარგლებში 9 ტური გაიმართა, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით წარიმართა, რაც თითო გუნდში 4 მოთამაშეს გულისხმობს.

რაც შეეხება შედეგებს, შემდეგია: I დღე – 4 ტური – 3 მოგება, 1 ფრე. II დღე – 5 ტური – 4 მოგება, 1ფრე.

მედიაცენტრი „მთავარი“ წარმატებებს უსურვებს „მეღვინეობა ხარებას“ საჭადრაკო გუნდს და თავად კომპანიას, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

მსგავსი თემები