“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ყველა საქმე” – დიმიტრი ხუნდაძე

“დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეფასებისას.

მისი თქმით, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი.

„ყველასთვის ცნობილია, რომ წყალტუბო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო დონის კურორტი იყო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე პრაქტიკულად მიტოვებული და გავერანებულია. სამწუხაროდ, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი. მეამაყება, რომ ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეფასებისას.

მსგავსი თემები