წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ხვალიდან ავტობუსი იმოძრავებს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი – N81 მარშრუტი, ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან, კერძოდ, მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა, მაგრამ მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში, ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

მსგავსი თემები