წყლის პრობლემა გუდაურში – დამსვენებლების ნაწილმა კურორტი დატოვა

გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემაა, “რედკოს” დასახლების წყლით მომარაგება, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიდმინარეობს სამუშაოები დროებითი სატუმბო სადგურის მოსაწყობად, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება. 

“გუდაურში მცირე ტექნიკური პრობლემა შეგვექმნა, შემცირდა დებიტი, რაც უამინდობისგან იყო გამოწვეული. მათ ვეხმარებით, როგორც ტექნიკური წყლის მიწოდებით, ასევე სახანძრო მანქანებით იმისათვის, რომ ხალხმა წყლის ის პირველადი რაოდენობა მოიხმაროს, რაც სჭირდებათ. პრობლემის მოგვარების მიზნით, მთელი კომპანიის ბირთვია აქ მობილიზებული. გვინდა, რომ დღესვე დავასრულოთ სამუშაოები, რომ დღესვე მივაწოდოთ მოსახლეობას წყალი,” – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ.

გუდაურს მესამე დღეა წყალი შეფერხებით მიეწოდება, რის გამოც დამსვენებლების ნაწილმა კურორტი დატოვა.

მსგავსი თემები