წყალი ზეთს არ ერევა, მოვსინჯეთ და ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა – ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა პრეზიდენტი ოპოზიციური კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მის მიმართ მაღალი უნდა იყოს საზოგადოების ნდობა.

​მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შემთხვევაში ნდობაზე საუბარიც არ შეიძლება. “წყალი და ზეთი არ ირევა, მოვსინჯეთ და ამ პოლიტიკამ სამწუხაროდ კრახი განიცადა“, – განაცხადა დეპუტატმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკადრო ცვლილებები საჭიროა, ეს დინამიკა და ცოცხალი პროცესია. უფრო მეტიც, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნა, ის მხარს დაუჭერდა, თუ პრეზიდენტის ან რომელიმე პოზიციას ოპოზიციის წარმომადგენელი დაიკავებდა.

„ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ოპოზიციურ პარტიებს ბევრი თანამდებობები უნდა დავუთმოთ, მე ამისი მომხრე ვარ. თუნდაც პრეზიდენტი ყოფილიყო ოპოზიციიდან, თუმდაც, რომელიმე ელჩი. მაგრამ, ვის უნდა ანდო ეს თანამდებობები? გადახედეთ, ვინ არის ეს ოპოზიცია. 2012 წელს რომ ვომობდით, პარტიები, ვინც მაშინ ჩვენს გვერდით იდგნენ, დღეს სად არიან? გული მისკდება სადაც ისინი დღეს არიან. ხომ დაინახეთ ვინ ვის უკან დგას “, – განაცხადა დეპუტატმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები