წმინდა სინოდის განჩინება გიორგი მამალაძესა და მეუფე იაკობთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განჩინებში პატიმრობაში მყოფ მამა გიორგისა და მეუფე იაკობის შესახებ ერთ აბზაცშია საუბარი. კერძოდ, მამა გიორგისთან დაკავშირებით, განჩინებაში ვკითხულობთ:  „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით“.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, განჩინების მიხედვით, მას გაფრთხილება მისცეს:

„წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, – წერია განჩინებაში.

მსგავსი თემები