წმინდა ნინო და სალომე – შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს აქილიკებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა გაიაროს აქილიკებს.

“კიდევ კარგი, წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ,”- ასე ეხმიანება პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის პილიგრიმობით არის დაინტერესებული და 1 ივნისს, წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, წმინდა ნინოს გზასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://mcm.ge

მსგავსი თემები