„წირვის დროს,  ქალმა ქალი დანით დაჭრა“ – ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილი პატრიარქს (ვიდეო)

1980 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სკანდალურ წერილს უგზავნის. საპატრიარქოს არქივიდან ამოღებული ზვიად გამსახურდიას სკანდალური წერილები, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ წარმოადგინა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ქალბატონმა მეორე ქალბატონი დანით დაჭრა, თუმცა, საპატრიარქოს მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა და ითხოვს საქმის საქმეს უმკაცრესი მსვლელობა მისცეს.

ზვიად გამსახურდიას წერილი 1:

ოთარ ფერაძეს, თეიმურაზ ნიჟარაძეს, მალხაზ სხილაძეს და ღია წერილი, სრულიად საქართველოს  პატრიარქს ილია მეორეს.

„მგონი დამეთანხმებით, რომ პატრიარქის მოვალეობაა მრევლის სულიერი დამოძღვრა და ტაძარში წირვის დროს, წესრიგზე ზრუნვა. ამ დროს არ უნდა ხდებოდეს ხულიგნური აქტები, პროვოკაციული შანტაჟი და ა.შ. მაგალითად, შარშან წი,ნ წირვის დროს, ერთმა პიროვნებამ, “ქალი” თავისი დანით დაჭრა მეორედ, თქვენ კი სათანადო ზომები არ მიგიღიათ. თუმცა საეკლესიო კანონები ამის ნებას იძლევა. ასეთ შემთხვევაში, პიროვნებისთვის, ტაძარში სიარულის უფლება უნდა აგეკრძალათ. აღმაშფოთებელია, რომ ხულიგნობის ტაძარში ჩამდენი  თქვენთან დაახლოებული პირია, თქვენი ყოფილი უახლოესი თანამშრომელი. ის მოსმენის საშუალებას არ აძლევს მისთვის არასასურველ პირებს, უშვერად ლანძღავს, აგინებს, მუჯლუგუნებს კრავს, ტაძრის პირებს უჯახუნებს გასვლისას, რათა როგორმე გამოიწვიოს, პროვოკაციაზე“ – წერს ზვიად გამსახურდია საქართველოს პატრიარქს.

წერილის მეორე ნაწილში საუბარია, რომ აღნიშნული ქალბატონი ამ საქციელს ჩადიოდა დავალებით.

„იგი მხოლოდ იმათ უწყობს პროვოკაციებს, ვინც თქვენ ხშირად გწერთ ხოლმე თქვენთვის არასასურველ სიმართლეს. მე მოგიწოდებთ, თქვენ აუკრძალოთ ტაძარში სიარული ხულიგან-პროვოკატორს, რომლის საპატრიარქოდან გაშვებაც, თქვენ მრევლმა გაიძულათ, რომლის ქურდობა, გამომძალველობა და ამორალიზმი ყველასთვის ცნობილია, რომ ახლა განაგრძობს ეკლესიაში თავის უმსგავს საქმიანობას. თუ თქვენ ყოველივე ამასთან დაკავშირებით არ მიიღებთ ზომებს, საქმეს მივცემ უფრო სერიოზულ მსვლელობას“.

ზვიად გამსახურდია 1920.29. XII

შეგახსენებთ, რომ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“, საპატრიარქოს არქივიდან ამიღებული ზვიად გამსახურდიას წერილები გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთ სკნდალზეა საუბარი.  

მსგავსი თემები