“წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით” – დიმიტრი ხუნდაძე

“პირველი ფაზა შეკავების გავიარეთ სწორად. ამიტომ, ტვირთი პრეკრიზისულ ფაზაშია მოსალოდნელი და ისიც სცენარის მიხედვით და არა უფრო მეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, გასავლელია ყველაზე რთული, კრიზისული ფაზა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

ხუნდაძის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ფაზასაც სწორად და ნაკლები დანაკარგებით გავივლით.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, საზედამხედველო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და თითოეულ რეგიონში ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელიც ხარვეზებს დააფიქსირებს

„თუ სადმე ხარვეზები იქნება, ოპერატიულად, პირდაპირ ხაზზე მივირებთ ინფორმაციას და მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას. უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ანუ პირველი მიღების ზოლი სწორედ ჰოსპიტალური სექტორი იქნება. ამიტომ, ეს სისტემა უნდა იყოს მყარი, რათა ნებისმიერი სიმძიმე დაძლევადი იყოს და დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. რეგიონებში ვაფასებთ, თუ როგორ არის მზად კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული. რა ხარისხითაა დატრენინგებული პერსონალი, როგორ არიან მზად ამ ვითარებისათვის. ინდივიდუალური დაცვის მარაგები როგორ აქვთ წარმოდგენილი, ასევე როგორ არის განაწილებული საპასუხუსმგებლო არეალი თითოეული პერსონალისთვის და როგორ არის სივრცეები გადანაწილებული, რომ არ იყოს ინფექციების კვეთა“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები