წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს, “იბერიას” მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცეს – ნუკრი ქანთარია ოქუაშვილზე   

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს ბოლომდე თქვას სათქმელი, წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს და ტელეკომპანია “იბერიას” მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცეს.

„ძალიან გაუჭირდა ეტყობა გვარამიას და ამ კაცთან ცდილობენ გარკვეულად შემოატრიალონ მაინც ვითარება. რაღაცეები ალაპარაკონ. ეს თემა რამდენი ხანი უნდა ღეჭონ. უკვე 3 თვეა ქართულ საზოგადოებას უგდებენ ამ ლუკმას. როცა, რამდენიმე დღე არის დარჩენილი არჩევნებამდე, ამ თემის წამოწევას არანაირი აზრი არ ექნება. თუ რამე აქვს სათქმელი, საბოლოოდ თქვას და აჩვენოს, ან არადა წესიერად მოიქცეს, ვალები გადაიხადოს და ტელეკომპანიას მისცეს საშუალება გააგრძელოს მუშაობა. ეს თემა აქტუალური აღარ არის და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ არჩევნებზე“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

​შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა, სადაც ოქუაშვილი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კითხვებს პასუხობდა.

მსგავსი თემები