წესების დარღვევისთვის, 2 000-მდე ტაქსის მძოლი დაჯარიმდა

წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა

 როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები მომავალშიც დაჯარიმდებიან. 

„სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გაწევის ფაქტები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, მათგან 700 მძღოლი – პირველ ოქტომბერს. პარლამენტი, ჩვენთან შეთანხმებით, გამოვიდა ინიციატივით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება – გამოიცა ერთჯერადი ამინისტია და ამ ადამიანებს ჯარიმა ჩამოეწერათ, თუმცა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელიც ჩვენს რეგულაციებს არღვევდა და მოქალაქეებს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ჯარიმების გადახდა მოუწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

მსგავსი თემები