“წერტილი დავუსვათ ათეული წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს” – ბექა ოდიშარია​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ, არამედ მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს.

“წარსულის კრიტიკის გარეშე… და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90 წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, მათ ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი”, – აცხადებს დეპუტატი. 

ბექა ოდიშარია, K2 კოეფიციენტის ზრდის შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ მისმა თაობამ თბილისი გადაარჩინოს, წერტილი დაუსვას ათეული წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს და მისი განვითარება ევროპული ტიპის ქალაქებისთვის დამახასიათებელ კალაპოტში მიმართოს.

“კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან, ბიზნესთან და საზოგადოებრიობის ფართო წრეებთან დიალოგის გზით აღწევს და იღებს კიდეც! ესეც ახალი თბილისური სტანდარტია”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები