“წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას, კარგი იქნება” – პაატა იმნაძე

“ალბათ, ჩვეულებრივად, ზოგს მთა მოსწონს და ზოგს  ზღვა”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ურჩევენ სპეციალისტები მშობლებს ზაფხულში ბავშვების დასვენებასთან დაკავშირებით.

იმნაძის თქმით, მისასალმებელია, წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას.

„დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით და გასაგებია, რაც უნდა უცხოელი ტურისტების კარიბჭეები გავხსნათ, იმდენი არ იქნება მაინც უცხოელი ტურისტი. პირიქით, მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყნაში და მაქსიმალურად ავითვისოთ ბუნებრივი სიმდიდრეები ჩვენი კურორტების სახით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ

მსგავსი თემები