“წელს სეზონური გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეპარატი ქვეყანაში სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში შემოვა.

მისი თქმით, საუბარია 135 ათას ვაქცინაზე, რომელიც რისკჯგუფებში შემავალ პირებს გაუკეთდებათ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიულ გზებზე, რათა ქვეყანამ ვაქცინის დამატებითი პარტიები შემოიტანოს.

რაც შეეხება კერძო სექტორს, რომელსაც ვაქცინები ბაზარზე რეალიზაციის მიზნით შემოაქვს, გამყრელიძის განცხადებით, კომპანიებმა შარშან 40 ათასამდე ვაქცინა შეიძინეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, ეს რაოდენობა წელს გაიზარდოს. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მსოფლიოში ზოგადად აღნიშნული ვაქცინების დეფიციტია.

მსგავსი თემები