“წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს წმინდა სინოდი, რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით” – მეუფე გრიგოლი

„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, დღის წესრიგს კონკრეტული სასულიერო პირები არ ადგენენ.

„ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით.

დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სწორედ ეს არის.

სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა, ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც. ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები