წარმოუდგენელია, მაჩალიკაშვილს საკუთარი ძმის შვილი გაეწირა, მას ტერაქტი საკუთარ სახლში მოუწყვეს“ – მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორა მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერაქტის მომზადებას გამორიცხავს. როგორც მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩანაწერი ავთენტურიც რომ იყოს, მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმის შვილს არ გაწირავდა.

„გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხმა შეიძლება ნამდვილად ეკუთვნის მაჩალიკაშვილს, თუმცა ჯერჯერობით, ამ ჩანაწერის ავთენტურობა არ არის დადგენილი. ამდენად, ვიტოვებთ ეჭვს, რომ შეიძლება, ეს არც კი იყოს მაჩალიკაშვილის ხმა. თუმცა, რომც იყოს, გარდა იმისა, რომ აღელვების ნიადაგზე, ადამიანმა, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ იპოვა სამართალი ამ ქვეყანაში, მას რა თქმა უნდა მუდმივად ექნებოდა განაწყენება, გაღიზიანება და სამართლიანობის მოთხვნა. მოდი, ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ გულში, ერთადერთი შვილი და გვარის გამგრძელებლი, უდანაშაულო შვილი მოუკლეს. რომ მკითხოთ, სწორედ ეს იყო ტერაქტი, რომელსაც მაჩალიკაშვილებს საკუთარ ოჯახში მოუწყეს და არავითარი ტერაქტი მაჩალიკაშვილის მხრიდან არ იგეგმებოდა“ – განაცხადა მექა ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მთელი პანკისის ხეობა მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ყველა დარწმუნებულია, რომ ის საკუტარ ძმის შვილს არ გაიმეტებდა და არ გაწირავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა, ჩვენ ყველანი ერთსულოვანი ვართ. გამორიცხულია, მალხაზ მაჩალიკაშვილს დაეგემა მსგავსი რამ. გამორიცხულია ის, რომ მას თავისი ძმის შვილი ჩაერთო ამ საკითხში და და გაეწირა. ეს გამორიცხულია ჩვენი მენტალობიდან და ტრადიციიდან გამომდინარე და თან, ამ ყველარის სასაფლაოზე შესრულება.“

მსგავსი თემები