წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული ქალბატონები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  სამედიცინო, საგანმანათლებლო, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის დაფასება, მათი თავდაუზოგავი შრომის რეალური შედეგების აღქმა და სამომავლო გეგმების მხარდაჭერა. ბატონმა ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს, მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და გადასცა სიმბოლური საჩუქრები.

გამორჩეული ბიოგრაფიის ქალბატონებს მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, რომელმაც თავის მხრივ მიულოცა მათ გაზაფხულის დღესასწაულები და აღნიშნა, რომ ამაყია ამ ქალბატონების მიერ განხორციელებული საქმიანობით და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ისინი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ მარინა გელანტია, მაია ბენია, ნანა ჯიშკარიანი, მანანა გეგეჭკორი, თამარ შინჯიაშვილი, მზეონა კაკულია, სალომე მეკოშკიშვილი, თამარ ზარანდია და ციალა მესხია.

მსგავსი თემები