ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია – სოფლის განვითარების ახალი პოლიტიკა სიღარიბეს დაამარცხებს

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+  ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა.განხილვის თემა სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება იყო.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაზე.

 „ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გვსურს ადეკვატური სოფლის განვითარების სტრატეგია შევთავაზოთ მთავრობას. აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, კეთდება სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მეწარმეობრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე “ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილთან ერთად დისკუსიის მონაწილეები  იყვნენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი-გიორგი ქობულია, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე მარკუს ჰოფნერი, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ლასლო ვაჟდა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ,  ნინო ევგენიძე.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების ტოლფასია შესაბამისად, ახალი სტრატეგია და მისი შესრულება ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რაც კომერციაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით არის შესაძლებელი. 

სოფლის განვითარების 2020-2027 წლების სტრატეგიაში გათვალისწინებულია ავსტრიის და უნგრეთის გამოცდილება.

ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი თემები