ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება

მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს. ბავშვთა უფლებების კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს. 

სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს.

კანონს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს. 

მსგავსი თემები