ძიუდოში, ევროპის სამგზის პრიზიორი მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილისთვის საპატიმრო სანქციაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. 

” ფაქტი მოხდა გასულ კვირას. სპორტსმენი 5 მარტს დავაკავეთ. იყო ოჯახური ძალადობა და მუქარა. რაც შეეხება საპატიმრო სანქციას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. დანაშაული ჩადენილია ორი მუხლით – 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას”, – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 5 მარტს, საკუთარ სახლში დააკავეს. მომხდარის გამო იგი შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვიდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა.  

ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის პრიზიორს, 22 წლის სპორტსმენს ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი. ნაგლიაშვილის ოჯახური პრობლემების შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციაშიც ადასტურებენ. მას მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. ამჯერად მისი დაპატიმრების საფუძველი კონკრეტულ მუქარის შემცველი მესიჯები გახდა, რომელიც მისმა მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

მსგავსი თემები