„ცხელება, ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დიარეის შეგრძნება, თავის ტკივილი“ – კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ იმ სიმპტომებზე საუბრობს, რაც კორონავირუსს საწყის ეტაპზე ახასიათებს. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით სიმპტომები მოგვიანებით დაავადების პროგრესირების მიხედვით ვითარდება. ლიკა მუმლაძე შექმნილ სიტუაციაში კლინიკის რესურსზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დიარეის შეგრძნება, თავის ტკივილი, ეს შემთხვევები შემდეგ განიცდის განვითარებას.

ჩვენი კლინიკა სრულად არის მომზადებული, 15 აპრილიდან ვმუშაობთ, როგორც კოვიდ ცენტრი, 80 პაციენტამდე შეგვიძლია მივიღოთ, გვაქვს 18 მართვითი სუნთქვის აპარატი. საგულისხმოა, რომ გამოცდილებამ ბევრი რამ გვაჩვენა, ყველა პაციენტთან მიმდინარეობა ინდივიდუალურია და მიდგომა და მკურნალობაც შესაბამისი სჭირდებათ,

მკურნალობის მეთოდებს, რაც შეეხება ქვეყანაში დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით და საერთაშორისო გამოცდილებით ვმოქმედებთ,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ ტემპერატურის მატებამ დაავადების პროგრესირება სეზონის შესაბამისად შეაჩეროს.

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები