„ძირიდათ 9 პროდუქტზე საქართველოს მთავრობა შეძლებს ფასის დაკონპენსირებას“ – გელა ხანიშვილი

“იმ 9 პროდუქტის მარაგი, რომლეიც გამოიკვეთა აუცილებელი საჭიროების თვალსაზრისით ფასი შენარჩუნდება“ – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განაცხადა.

გელა ხანიშვილის ინფორმაციით ფასის რეგულაციას ძირითად პროდუქტებზე ხელისუფლება შეძლებს, როგორც ხანიშვილი აცხადებს ქართული ბიზნესი მომზადებული აღმოჩნდა პრობლების დასაძლევად.

„ბაზარზე როდესაც მოთხოვნა ძალიან იზრდება ეს აისახება ფასის ზრდაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ძირითად ჩამონათვალზე, 9 პროდუქტზე დააკონპენსიროს ფასი. სხვაობა რაც იქნება მთლიანად თავის თავზე იღებს მთავრობა. ამავე დროს ბიზნესთან შეთანხმებით მოხდება ფასის შენარჩუნებაც აღნიშნულ ჩამონათვალზე. მიმდინარეობას ასევე მოლაპარაკებები იმპორტიორებთან, ძალიან საგულისხმოა, რომ ქართული ბიზნესი მზად აღმოჩნდა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად” – განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მსგავსი თემები