ძველ თბილისში პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

დედაქალაქში ავტომობილების პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება, პირველ ეტაპზე პროექტი ძველ თბილისში, როგორც ქალაქის ტურისტულად უფრო მიმზიდველ ნაწილში და ვაკე-საბურთალოს რაიონებში, სადაც ძირითადად ოფისებია განთავსებული. აქცენტი კეთდება ქუჩების გამტარუნარიანობის გაზრდაზე.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. ხოლო საბურთალოს რაიონში –  შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ამ ორ რაიონში გაძლიერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაემატება ავტობუსები, რათა მოსახლეობა კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს.

მსგავსი თემები