ძველი ჰიბრიდული ავტომობილები სერიოზული პრობლემაა გარემოსთვის – თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქს სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის შემოყვანილი ძველი ჰიბრიდული ავტომობილებიდან ამოღებული ბატარეების გადაყრა.

​თბილისის
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე და დასძინა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ელექსტრომობილებზე მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა, რათა რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიოდებზე, თუმცა ჯერჯერობთ შემოდის მხოლოდ ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, იმიტომ, რომ ეს არის ძირითადად ის ავტომობილები, რომლებსაც ყიდიან იმ ქვეყნებში სიძველის გამო.

„თვითონ ის ბატარეა რის მეშვეობითაც მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი, საქართველოში არ არის იმის პრაქტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი უტილიზაცია და ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ ყრიან და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის.  გაცილებით სერიოზული პრობლემაა ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები“, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ასევე ჰაერის მტვრით დაბინძურება. ეს არის კომპლექსური პრობლემა და საჭიროებს მასშტაბურ მიდგომას.

მსგავსი თემები