ძებნილად გამოცხადებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. იგი საქართველოს მოსახლეობას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

“დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად, ამ ბრძოლის გაშლასთან ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში, რადაც არ უნდა დამიჯდეს. ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა, ვერც ერთ ქართველზე. ვერავინ შეძლოს ძალადობრივი სცენარის განხორციელება, ყველანი ახლა უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული. უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენზე ძლიერები არ არიან 30-ლარად მოსყიდულები”, – აცხადებს ექსპრეზიდენტი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ის არასდროს აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის თანამდებობის მიღების სანაცვლოდ.

მსგავსი თემები