“ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და იუსტიციის საბჭოს გადასცე” – ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ცუდი პროექტია ინიცირებული, რომლისთვისაც პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი.

„სანამ ოხანაშვილ – ზარდიაშვილ – მდინარაძეები ფერებისა და ღილაკების, კაბინეტებისა და თანამდებობების გარკვევაში არიან, მანამდე, ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი ცუდია. მათ სურს, პარლამენტი იუსტიციის საბჭოდ აქციონ. ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და გადასცე იუსტიციის საბჭოს, რომელმაც დეკემბრიდან დაწყებული, ლამის დაანგრია მმართველი პარტია. ამის შემდეგ, თუ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც დაწერეს იუსტიციის საბჭოს ე.წ. ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ. ამაზე მძიმე პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ.

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები