„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე” – გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსზე

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე”, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსი.

“ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

https://mcm.ge/%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

მსგავსი თემები