“ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ექიმი, იძულებული ვარ, საშიშროების შესახებ გითხრათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს, თუნდაც 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება ან წლის განმავლობაში ეთიოტროპული პრეპარატი შეიქმნება, თუმცა ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი სოციალური დისტანცირებაა.

„ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა შემდეგ ძალიან, ძალიან რთული იქნება ნაკლები დაზიანებით და გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის ეს უმორჩილესი თხოვნა, რომ თავი შევიკავოთ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ, ჩვენი მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი მისვლა ადგილზე ტაძარში. კარგად გამიგეთ ხომ, რომ ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, რომ გითხრათ ამ საშიშროების შესახებ“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები