“ძალიან მიმძიმს იმის აღიარება, რომ ჩვენ, ადეკვატური პასუხი მოვლენების განვითარებასთან ერთად არ გვაქვს” – მეუფე გრიგოლი

,,ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, შემოდგომაზე დავთვლით და მერე გაკეთდება ანალიზი, ვინ სწორად მოიქცა, ვინ არ მოიქცა- ხელისუფლება თუ ეკლესია. მერე გამოჩნდება და შეფასდება მოწოდებები”- ასე გამოეხმაურა – ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა რომ ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში სააღდგომო წირვა ლოცვა კვირას, დილის 7 საათზე დაიწყება.

მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი აღდგომის ღამეს მონასტერში რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად აღავლენს ღვთისმსახურებას.

“ორგანო საქართველოს საპატრიარქოში, არ არსებობს რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა თავის თავზე. ასეთი არის წმინდა სინოდი. რომელოც ადრე გაიმართა. მას შემდეგ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები. რეკომენდაცია დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ რომ პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს ვინც ისეა მინდობილი ეკლესიაზე ისე როგორც ჩვილო დედის მკერდზე.
ეს მრევლი, რომელიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან იმედის მომცემ, მაცხოვნებელ სიტყვას, ასე რომ ამ მდგომარეობაში როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული.არ შეიძლება არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან და სახეზე არის მრავალი მაგალითი.ამ წუთას ნებისმიერი ჩემი სიტყვა, ქადაგება მიმართულია ჩემი ეპარქიისადმი.გასაგებია როგორც წმინდა სინოდის წევრი ვიღებ პასუხისმგებლობას და ძალიან მიმძიმს ამ რეალობის შეხვედვა და იმის აღიარება რომ ჩვენ ადეკვატური პასუხი მივლენების განვითარებასთან ერთად არ გვაქვს. პირადად მე მონასტერში ვიქნები, ჩემთან ერთად იქნება ძალიან მცირე რიცხვი ადამიანებისა. რაც შეეხება სხვა ტაძრებში, ალბათ წირვა დილის 7 საათზე ჩატარდება.იმისთვის რომ ადამიანები არ აღმოჩნდენ მძიმე მდგომარეობაში. როცა კონკრეტული ადამიანი არ არსებობს პასუხისმგებელი თითოეული მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე ღებულობს გადაწყვეტილებას.ვერც ერთი ჩვენგანი თავის პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერსად წაუვა,” -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება გუშინ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, გრიგოლ ბერბიჭაშვილი ამბობს რომ მას

გადაწყვეტილება არ მოუსმენია, მან მოისმინა საუბარი ს ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან.

,, ითქვა, ჩვენ გადავწყვიტეთო, ესეთი ფრაზა ითქვა და ვინ არის ის ჩვენ მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. როცა პატრიარქი ამბობს მის გადაწყვეტილებას გასაგებია, როცა ამბობენ რომ პატრიარქის გადაწყვეტილებაა ესეც გასაგებია, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია და ამიტომ ვფიქრომ რომ ეს იყო აზრი, რეკომენდაცია, რომელიც თბილისის ეკლესიებს ეკუთვნოდა. იქ არ თქმულა რომ ეს ეპარქიებს ეკუთვნის. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე წერილობითი განკარგუკება და მითითება,”- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს, მღვდელმთავრებს აკისრიათ პასუხისმგებლობა და ამას სრულად განვიცდი.

,,ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი სისუსტე პასუხისმგებლობის აღება გვიჭირს ადამიანებს, ჩვენს მხრებზე. გადაწყვეტილება ცხადია, მიღებულია.აზრი გამოთქმულია. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, შემოდგომაზე დავთვლით და მერე გაკეთდება ანალიზი, ვინ სწორად მოიქცა, ვინ არ მოიქცა – ხელისუფლება თუ ეკლესია. მერე გამოჩნდება და შეეფასდება მოწოდებები.”

მსგავსი თემები