ძალიან მაღალი და მაღალი – ასეთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება ვირუსის გავრცელებაზე

ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნების კატეგორიიდან შეფასება „დაბალი“ საერთოდ ამოიღო და „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, ქვეყნებს ორ კატეგორიად ყოფს –  „ძალიან მაღალი“ და „მაღალი“.

როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოიპოვა ინფორმაცია, ჩინეთი, „ხალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ ისევ ძალიან მაღალი რისკის ზონად რჩევა, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გლობალური მაჩვენებელი მაღალია.      

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუკასაც ავრცელებს, სადაც წითლად  ჩანს, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყნების რაოდენობა გაზრდილია.   

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.    


მსგავსი თემები