ძალადობა ციხეში – ვიდეოზე, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრების ცემაა აღბეჭდილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემაა აღბეჭდილი.

“პატიმრების ცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ვიდეო სოციაურ ქსელში ამ სახელწოდებით გავრცელდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=101045147999024&id=100042806162550

მსგავსი თემები