ძალადობაში ეჭვმიტანილმა ლექტორმა, ბათუმის საკრებულო დატოვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ომარ მახარაძემ, რომელსაც ბრალს 19 წლის სტუდენტი გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის სდებენ, ბათუმის საკრებულო და ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” დატოვა.

როგორც ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, განთავისუფლების შესახებ, ომარ მახარაძემ, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დღეს მიმართა.  

ომარ მახარაძის განცხადებით, საკრებულოს და ფრაქციას გამოძიების დასრულებამდე დატოვებს.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – განაცხადა ომარ მახარაძე.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები