რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი და მესტიის მუნიციპალიტეტი, ცხოველთა ძირითადი დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა..

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძეს  განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დაცვის კუთხით.

„ეს არის  ამბიციური პროექტი, რომელიც სხვა რეგიონებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა იური ნოზაძემ  პროგრამის შეფასებისას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მათ შორის, ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian, რომელიც ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენაზე მუშაობს.

მსგავსი თემები