ცხინვალში, 2008 წელს დაღუპული რუსი სამხედროების სახელობის სკვერის მოსაწყობად შემოწირობას აგროვებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარის ტერიტორიაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსი სამხედროების სახელობის სკვერის აშენება იგეგმება. პროექტის ღირებულება 25 მლნ რუსული რუბლია, რომლის შეგროვებას, იდეის ავტორების შემოწირულობებით გეგმავენ.  

“​მემორიალური პარკი იმ რუსი მშვიდობისმყოფელების საპატივსაცემოდ აშენდება, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ” – განუცხადა რუსულ მედიას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ერთგულების” თავმჯდომარე არმენ ბეგლარიანმა.  

პარკის მოსაწყობად 25 მლნ რუბლის შეგროვებას წლის ბოლომდე იმედოვნებენ.

70/40 მეტრზე ფართობზე გაშენებულ პარკში, იდეის თანახმად, ნახევრად მრგლოვანი სვეტები დაიდგმება. სვეტებს შორის განთავსდება ფილები, დაღუპული რუსი სამხედროების სახელებით. 

როგორც ბეგლარიანი აცხადებს, მისი ფონდის ძირითად საქმიანობა არის ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ობოლი ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დახმარება. 

მსგავსი თემები