ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწვის

​ცხინვალში დეფაქტო მთავრობის სახლი იწვის. ცეცხლი შენობის ადმინისტრაციის პირველ სართულზე გაჩნდა. როგორც ცხინვალის მედია იტყობინება, ცეცხლის დროულად ლოკალიზება მოხერხდა, რათა ხანძარი შენობის ძირითად ნაწილზე არ გავრცელებულიყო. ხანძრის ჩაქრობაში 5 სახანძრო მონაწილეობს.

მათივე ინფორმაციით, ​ხანძარი ცხინვალში 8 აგვისტოს, საღამოს გაჩნდა. შენობაში რემონტი მიმდინარეობს. ხანძარმა მოიცვა 150 კვადრატული მეტრის ფართობი. არავინ დაზარალებულა.
როგორც “ალანიაინფორმი” იტყობინება, ცეცხლი უკიდია ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მარცხენა ფლანგს. საგანგებო ვითარებების დეფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ძნელია.

მსგავსი თემები