ცხინვალი ე.წ. საზღვარს 3 იანვრამდე კეტავს

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს.

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.

ე.წ. საზღვარი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაიკეტება.

ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი თემები